ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ზღაპრის - „მზესუმზირების დღესასწაული“ მიხედვით, ჩრდილების თეატრის წარმოდგენა დადგეს
15-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ეს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამორჩეული დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის იყო.
სკოლაში პროექტი - „ჩრდილების თეატრის“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, სკოლის დამხმარე და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - არმენუი პოდოსიანის დახმარებით, მე-3 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა ზღაპრის - „მზესუმზირების დღესასწაული“ მიხედვით, ჩრდილების თეატრი დადგეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
პროექტში ჩართულნი იყვნენ ასევე მასწავლებლები: კარინე ჩოგანდარიანი(ხელოვნების), თამარ პოილარაშვილი( ქართული ენის) და არეკნაზ მკრტჩიანი (მუსიკის).
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.