„გააცოცხლე ისტორია შენს სკოლაში“ - ოროჯალარის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
15-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტები ხორციელდება.
ამჯერად, სკოლაში მორიგი საინტერესო პროექტის - „გააცოცხლე ისტორია შენს სკოლაში“ პრეზენტაცია ჩატარდა, რომლის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ: სკოლის დამხმარე მასწავლებელი არმენუიპოდოსიანი, ისტორიის მასწავლებელი, მე-6 კლასის დამრიგებელი - კარინე ჩოგანდარიანი, ქართული ენის მასწავლებელი გაიანე ნორსოიანი და მუსიკის მასწავლებელი არეკნაზმკრტჩიანი.
პროექტში მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მიზანი იყო ისტორიული ძეგლის შესახებ სასკოლო საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციების წარდგენა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლთან და დანარჩენ მასწავლებლებთან ერთად მოინახულეს საფარის მონასტერი.
მოიძიეს და დაამუშავეს მონასტრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შემდგომ პრეზენტაციის სახით წარადგინეს სკოლაში.
მათ ასევე მოამზადეს საფარის მონასტრის მაკეტი.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესით მონაწილეობდნენ.
მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს