„ცოდნისკენ მიმავალი გზა რთულია, სავსე თავგადასავლებით“ - სუსანნა ამაზარიანი, ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი
15-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი სუსანნა ამაზარიანი მიზანსწრაფული და განვითარებაზე ორიენტირებული ხელმძღვანელია, რომლისთვისაც ძალიან სასიხარულოა მოსწავლეებისგან მიღებული გამამხნევებელი სიტყვები. ის მოსწავლეებს ურჩევს, რომ ყოველთვის მიზანდასახულები იყვნენ, რადგან ეს ოცნებების რეალიზებაში დაეხმარებათ. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს დირექტორ სუსანნა ამაზარიანთან. 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- სასწავლო წელი ძალიან დატვირთული იყო.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- მომავალ წელს უფრო მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- კარგ სურვილებს დავწერდი.

- მე რომ სტუდენტი ვიყავი...

- სტუდენტობისას ძალიან მიზანდასახული ვიყავი და ყველანაირად ვცდილობდი ჩემი ოცნებების რეალიზებას.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- მათ ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი და ნაბიჯი ცოდნის სამყაროსკენ, ცოდნისკენ მიმავალი გზა რთული გზაა, სავსე გართობითა და თავგადასავლებით, იყავით ყოველთვის მიზანდასახულები და ჭკვიანები.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- ძალიან სასიამოვნოა მოსწავლეებისგან გამამხნევებელი სიტყვების მოსმენა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203