მაღრაანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საქართველოს მთავარი ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვილი საზეიმო ღონისძიება
15-06-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აღინიშნება.

გამონაკლისი არც 26 მაისი ყოფილა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ღია ცის ქვეშ მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

ბავშვებმა 26 მაისის, ისტორიული მოვლენების შესახებ ისაუბრეს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსის მნიშვნელობაზე ისმჯელეს, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203