
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებას როგორც სასკოლო პროექტსა თუ აქტივობაში, ასევე მის გარეთ, სხვადასხვა კონკურსში აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა, რომელთა მწვრთნელი - ოლეგ ფანჩულიძეა, მორიგი წარმატება „კუნგ-ფუში“ მოიპოვეს.
მათ, 10-11 ივნისს ამბროლაურში გამართულ „საქართველოს ჩემპიონატზე კუნგ ფუში“ ბრწყინვალედ იასპარეზეს და გაიმარჯვეს.
VI ბ კლასის მოსწავლე - ოთარ სანიკიანი - I ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მისი დამრიგებელი მაკა სოფრომაძე გახლავთ.
VI ბ კლასელმა - ალექსი მაჭავარიანმა, რომლის დამრიგებელი მაკა სოფრომაძეა - I და II ადგილი, ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
VII ა კლასის მოსწავლე - ბადრი ბოჭორიშვილი კი I ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი დაიმსახურა. მისი დამრიგებელი ცირა კუბლაშვილია.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.