ჟდანოვის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
15-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებსა და ინტელექტუალურ თამაშებს სთავაზობენ.

ამჯერად, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - თაგუშ დუმოიანმა სკოლის მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებთან ბუნების გაკვეთილზე ინტელექტუალური თამაში - ვიქტორინა ჩაატარა. 

მოსწავლეები, თამაშში აქტიურად და დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ცოდნა გაიმყარეს, ახალი უნარები და გამოცდილება შეიძინეს.

პირველ და მეორე ტურში კითხვები საბუნებისმეტყველო საგნიდან დაისვა, ხოლო მე-3 ტურში კი ლოგიკური კითხვები იყო.

აღნიშნული კითხვები, მოსწავლეებს გონების გავარჯიშებასა და შემოქმედებითი აზროვნების გაუმჯობესებაში დაეხმარათ.

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

მსგავსი კონკურსები და თამაშები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203