„მაღაზიაში“ - ორლოვკის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
15-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში რუსული ენის მასწავლებელმა, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, ჩაატარა ღია გაკვეთილი  თემაზე - „მაღაზიაში“.

„გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ თუ რომელ განყოფილებაში რა შეგვიძლია ვიყიდოთ და ამ განყოფილების შესახებ“, - გვიყვებიან სკოლაში.

მეშვიდეკლასელებმა ასევე მოამზადეს თემატური პოსტერი.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203