„ხახუნის ძალის გასამართლება“ - კოხის საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა შთამბეჭდავი აქტივობა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 12 ივნისს, გაიმართა საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „ხახუნის ძალის გასამართლება“. მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო იმიტირებული სასამართლო პროცესი წარმართეს - არგუმენტირებულად იმსჯელა პროცესის ყველა მონაწილემ.
ბრალდებული - ხახუნის ძალა- ოთიკო შევარდნაძე;
მოსამართლე -ნინი შავიშვილი;
ბრალმდებელი - თემურ ჭყონია;
ადვოკატი - საბა გუნთაიშვილი;
მოწმეები - ლიზი ტაკიძე, ლუკა გუნთაიშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსამართლემ საბოლოო დასკვნაში გაამართლა ხახუნის ძალა და დაასკვნა რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
ბოლოს მოსწავლეებმა ჩაატარეს სხვადასხვა ცდა და ასევე სახალისო გამოცანებით აქტივობაში აუდიტორია ჩართეს.
ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი იყო ფიზიკის მასწავლებელი ნაირა მახარაძე.
იხილეთ ფოტოები: