„ჩვენ და მათემატიკა“ - შუასურების საჯარო სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა
15-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების, ცოდნის წარმოჩენისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო კონკურსები და ინტელექტუალური თამაშები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, მასწავლებელ მაყვალა ტრაპაიძის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა - „ჩვენ და მათემატიკა“ ჩატარდა.

ვიქტორინა საინტერესო, ლოგიკურ კითხვებსა და მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებს მოიცავდა.

აღნიშნულ თამაშში მოსწავლეები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი - მათ ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

​ვიქტორინაში მონაწილეობისთვის მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203