ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელები სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ 
15-06-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, სამეცნიერო პიკნიკს დიდი ინტერესით შეუერთდნენ.

პიკნიკი 8 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით გაიმართა და სხვადსხვა შემეცნებით აქტივობას მოიცავდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები თითოეულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, მათ შორის დაესწრნენ პირველადი დახმარების მასტერკლასს, ვენიდან სისხლის აღების მასტერკლასს და თავადაც სცადეს.

ასევე მოსწავლეებმა, სტუდენტების მიერ შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიები ინახულეს, სხვადასხვა სამკურნალო მცენარეს გაეცნენ, მათი ჰერბარიუმი დაათვალიერეს და ქიმიკოსების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები იხილეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა უნივერსიტეტში არსებული გიორგი კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიური მუზეუმი მოინახულეს, საინტერესო და მათთვის უცნობი ისტორიები მოისმინეს და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვიზიტმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ვოდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203