„ამ მადლიანი საქმისთვის, გმადლობთ მასწავლებელო“ - მეოთხეკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება სახალვაშოს საჯარო სკოლაში
15-06-2023

ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს შთამბეჭდავი ღონისძიებით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა სკოლაში, ღონისძიება სახელწოდებით - „ამ მადლიანი საქმისთვის, გმადლობთ მასწავლებელო!“, წარადგინეს.

მოსწავლეებმა თავიანთ პირველ მასწავლებელს, დაუღალავი შრომისთვის და 4 წლის მანძილზე საუკეთესო ხელმძღვანელობისთვის მადლობა ამ მრავალფეროვანი ღონისძიებით გადაუხადეს.

ღონისძიებისთვის მოსწავლეები საგანგებოდ გამოეწყვნენ, სასწავლო გარემო ფერადი ბუშტებით მორთეს, შთამბეჭდავი ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაცია პატარა აღსაზრდელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს და ნაყოფიერ ახალ სასწავლო წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203