
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
თამაში - „რა? სად? როდის“, 14 ივნისს, V, VI და VII კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან მონაწილე მოსწავლეებმა, საგნების მიხედვით, თითოეული მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ბლიცსა და სუპერბლიცსაც თავი წარმატებით გაართვეს.
შავ ყუთში დამალული ინგლისური ენის ასო-ბგერაც გამოიცნეს, ბოლოს კი 10:2 ანგარიშით გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო ინტელექტუალურ თამაშს, როგორც პედაგოგები, ისე დანარჩენი მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. ავტორი კი, პედაგოგი მერი თორთლაძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: