უჩხოს საჯარო სკოლაში დიდი ქართველი მწერლების შესახებ შთამბეჭდავი პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
15-06-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზატორები პროფესიონალი პედაგოგები არიან. 

ამჯერად, მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნინო სოლომონიძის ხელმძღვანელობით, პროექტ-გაკვეთილი დაგეგმეს და განახორციელეს. მათ დიდი ქართველი მწერლების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და თითოეული მათგანი დახატეს. მოსწავლეებმა ნახატებს ბიოგრაფიული ცნობები თუ ნაწარმოებებიდან გამოტანილი აზრი და ციტატები მიუწერეს. 

მოსწავლეებმა ბოლოს პრეზენტაცია გამართეს, საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოვლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათმა ნაშრომმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„მართლა ლამაზი ნაშრომი გამოუვიდათ. ყოჩაღ ბავშვებს და მადლობა ნინო მასწავლებელს, ასეთი ნაყოფიერი და აქტიური შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203