
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა ავით გარეჯელის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეებთან ერთად, მშობლებმა და დამრიგებელმა ნანა (ციცინო) ანთაძემ საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლები მოინახულეს.
მოსწავლეებმა გერგეტის წმიდა სამებისა და დარიალის წმიდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მონასტრები მოილოცეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დიდი ინტერესით დაათვალიერეს და მათ ისტორიას გაეცნენ.
აღსანიშნავი, რომ მოსალოცად მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად, გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე, პედაგოგები იოსებ აფაქიძე და ინგა ჩადუნელი იმყოფებოდნენ.
ექსკურსიის მონაწილეებისთვის, ეს დღე ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: