წყალთბილის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები მუზეუმს ესტუმრნენ
15-06-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში, საწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი აქტივობები გაიმართა. 

ბილინგვირი სწავლების ფარგლებში, საგანში - მე და საზოგადოება, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები ადგილობრივ მუზეუმს ესტუმრნენ. სადაც სოფლის ისტორიის, მემკვიდრეობის, კულტურული ძეგლებისა და რელიქვიების შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები საგან - „მე და საზოგადოების“ მასწავლებელი მარიამ მოვსესიანი და დამხმარე მასწავლებებლი ოქსანნა ანტონიანი იყვნენ. 

„ეს აქტივობა ძალიან საინტერესო იყო და მოსწავლეები მუზეუმიდან დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203