წყალთბილის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა, ბილინგვური სწავლების ფარგლებში,  საინტერესო სპექტაკლი გამართეს
15-06-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობში, არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

მათ შორის, ბილინგვური და არაფორმალური განათლების სწავლების პროგრამის ფარგლებში, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი მოაწყვეს. მათ ორი ზღაპარი - „ჩიტი და მელია“ და „სულელი კაცი“ ბილინგვურად წარადგინეს. 

სპექტაკლმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ასევე დამსწრე საზოგადოებაში. წარმოდგენა სკოლის დირექტორის - სედა ნახაპეტიანის ხელშეწყობით, ბილინგვური პროგრამის კოორდინატორის - შორენა ხმალაძის და დამხმარე მასწავლებლების გუნდის - ოქსანნა ანტონიანის, რუზანნა რასტაგიანის, ნაზიკ ექნოსიანის ინიციატივით განხორციელდა. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203