ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორის დაუვიწყარი საჩუქარი და პედაგოგთა პერფორმანსი მეცხრეკლასელებისთვის
15-06-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელები სკოლიდან საზეიმო ვითარებაში გააცილეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოაა, რის გამოც ღონისძიება ძალიან ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.

მოსწავლეებს, დირექტორმა ნანა გორგიშელმა, შთამბეჭდავი სიმღერა მიუძღვნა, მათ საბაზო საფეხურის დამთავრება ორიგინალურად მიულოცა და სასწავლო წლის ბოლო დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქცია.

აღსანიშნავია, რომ დღე მოსწავლეებისთვის სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა, დირექტორის დაუვიწყარი წარმოდგენის შემდეგ, მათთვის პედაგოგებმა ორიგინალური პერფორმანსი მოაწყვეს.

მრავალფეროვანმა, სიყვარულითა და ხალისით შესრულებულმა ქორეოგრაფიულმა ნომერმა მოსწავლეების განწყობა უფრო აამაღლა. 

დღის ბოლოს, ახალგაზრდებმა, საყვარელ პედაგოგებთან ერთად სასკოლო ცხოვრებისას დაგროვებული ტკბილი, სახალისო და სამახსოვრო მოგონებები გაიხსენეს და ერთმანეთს სიყვარულით დაემშვიდობნენ.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203