საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოება ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს
15-06-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობას დიდი წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, შესაძლებლობები მე-2 კლასის მოსწავლეებმა გამოავლინეს. მათ კლასის დამრიგებლების - ეკა ლომინაძისა და მაია ხელაძის ჩართულობით, არაჩვეულებრივი წარმოდგენა გამართეს.
მოსწავლეებმა ოსტატურად მოირგეს ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა, ასევე, ტყის მცველთა როლები. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და ეკოლოგიასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. როგორც სკოლაში ამბობენ, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები ნინო ბიბილურმა და ნათია ხუჭუამ დიდი ოსტატობით შეარჩიეს.
„სკოლას წელიწადის ამ დროს თუ ესტუმრებით, დარწმუნდებით, რომ ჯადოსნურ სამყაროში მოხვდით... მეორეკლასელებმა მართლაც შთამბეჭდავი მეგზურობა გაგვიწიეს და „ჯადოსნურ კუნძულზე“ გვამოგზაურეს. გაგიკვირდებათ და ამ სანახაობაში დაუჯერებელი არაფერი იყო. ასე რომ, ამგვარი „ჯადოსნობით“ დიდებიც ჩავერთეთ თეატრალურ აქციაში, რასაც ბუნების დაცვა და გაფრთხილება ჰქვია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს