ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ბათუმს სტუმრობდნენ
15-06-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და თვალსაწიერი გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

დირექტორ ლიანა ბოლქვაძისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო ადგილებს სტუმრობენ.

ამჯერად, მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ბათუმში იმყოფებოდნენ.

მათ მუზეუმი და დელფინარიუმი მოინახულეს.

მუზეუმი ისტორიას გაეცნენ, საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

ისინი ასევე გაამხიარულა და განწყობა აუმაღლა დელფანირიუმში სტუმრობამ.

მოსწავლეთათვის აღნიშნული დღე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასამახსოვრებელი და გამორჩეული იყო.

„არაფერი იყო მათი ბედნიერი სახეების ნახვაზე უკეთესი“, - აღნიშნავს დირექტორი ლიანა ბოლქვაძე.

მსგავსი აქტივობები და ექსკურსიები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ერთმანეთთან დაახლოებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203