არხილოსკალოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა დაუვიწყარი ღონისძიება
15-06-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

აკადემიური წელი დასრულდა მეოთხეკლასელები კი, პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ. მოსწავლეები ღონისძიებისთვის სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ. აღსანიშნავია, რომ გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული. მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება ემოციური და შთამბეჭდავი გამოვიდა, მოსწავლეებმა მადლიერება ნიჭით და ენთუზიაზმით გამოხატეს. მის განხორციელებაში მოსწავლეთა მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ. მათ მასწავლებლის იდეას ფრთები შეასხეს და ზღაპრული გარემო დაახვედრეს არა მარტო შვილებს, არამედ მაყურებელ საზოგადოებას.

ღონისძიებას VIII კლასის მოსწავლეები - ნატა და მარიამი უძღვებოდნენ. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.

„არხილოსკალოს საჯარო სკოლის დაწყებითი სკოლის ოთხი წელი გაფრინდა, როგორც ერთი დღე. ახლა, თქვენ ხართ არა მხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამიტომ გისურვებთ კარგად ისწავლოთ, გაახაროთ მშობლები და არ გაჩერდეთ. მეტი ეკონტაქტეთ თანაკლასელებს, იყავით მეგობრული, ხალისიანი და აქტიური, შემდეგ კი ყველა ცოდნა მოგეცემათ მარტივად და მომგებიანად, სწავლის სურვილი კი საშუალებას მოგცემთ უზრუნველყოთ ნათელი მომავალი!

IV კლასის დამრიგებელი ქალბატონი ელზა ქავთარაძე თავის მოსწავლეებს ასეთი სიტყვებით ახასიათებს: განვლილი ოთხი წლის საინტერესო, მხიარული, სიცელქით სავსე, მზის სხივებში ამოვლებული მოგონებები გაგვიზიარეს მე-4 კლასელებმა სიყვარულსა და მეგობრობაზე. დაწყევული „აი ია“- დან , დამთავრებული „ხისმაცქერალი კაცით“. ეს დღეც უკვე იმ მოგონებების კუთვნილება გახდა, რომელსაც ალბათ უკვე თორმეტი კლასის დამთავრებისას გაიხსენებენ. ვუსურვებ მათ წარმატებებს სკოლის შემდეგ ეტაპზე. მინდა მომავალში მხოლოდ და მხოლოდ მათი წარმატებების შესახებ მესმოდეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203