„ყვავილების ფესტივალი“ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში
15-06-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი, არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი - „ყვავილების ფესტივალი“, რომელიც დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა - ნანა წიკლაურმა III კლასში განახორციელა. პროექტში აქტიურად იყო ჩათული მუსიკის მასწავლებელი ნატო აფციაური.პროექტში, ასევე, აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეთა მშობლები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება ძალიან ლამაზად და მხიარულად წარიმართა.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - შეასრულეს სხვადასხვა სახის აქტივობა და მუსიკალური ნომრები.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამსწრეთა ოვაციებიც დაიმსახურეს. 

მასწავლებლებმა მოსწალეებს უსურვეს წარმატება და წინსვლა.

სკოლის დირექტორის - მაია სიმონიძის პოზიტიურმა შეფასებამ ბავშვებში სასიამოვნო ემოცია გამოიწვია. მან ბავშვებს მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203