
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. ეს როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგებისთვის ემოციური და მნიშვნელოვანი მოვლენაა.
სწორედ ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა ზეიმზე 1-ელი პედაგოგის ღვაწლი აღნიშნეს, რომელსაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ასევე ცოდნა წარმოაჩინეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ბავშვების შესრულებულმა ნომრებმა სასკოლო საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: