„სტუმრად ზღაპართან“ - რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა ზღაპრების საოცარ სამყაროში იმოგზაურეს
15-06-2023

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, დირექტორის -  მზია კიწმარიშვილის ინიციატივით, გასულ სასწავლო წელს, საინტერესო პროექტს - „სტუმრად ზღაპართან“ საფუძველი ჩაეყარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელ მოსწავლეებს დირექტორი შეხვდა და წაუკითხა ზღაპრები.  ისინი იქვე შეთანხმდნენ, რომ 1 წლის შემდეგ, როცა ისინი მე-2 კლასს დაასრულებდნენ და კითხვა უკვე კარგად ეცოდინებოდათ ზღაპრებს უკვე თავად წაიკითხავდენ.

დანაპირები შესრულდა.

„ამჯერად უკვე პატარებმა უმასპინძლეს ქალბატონი მზიას და კიდევ ერთხელ იმოგზაურეს ზღაპრების საოცარ სამყაროში, სადაც ყოველთვის სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს, სადაც ყველა ისტორიას კეთილი დასასრული აქვს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203