„შევისწავლოთ, გავაცოცხლოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას“ - სიღნაღის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
15-06-2023
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო აქტივობები და პროექტები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში სასკოლო პროექტის - „შევისწავლოთ, გავაცოცხლოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას“ ფარგლებში, არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები 13 ივნისს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო- სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ გამოფენაში მონაწილეობდნენ, სადაც სხვა ნამუშევრებთან ერთად წარდგენილი იყო სიღნაღის საჯარო სკოლის იმ მოზარდთა ნამუშევრები, რომლებიც სახელოვნებო განყოფილების მოსწავლეებიც არიან.

გამოფენაზე მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები და თავიანთი ხედვები წარმოაჩინეს.

„პროექტის ფარგლებში, მათ შეასრულეს ნახატები, რომლებზეც ასახულია ჩვენი ქალაქის ისტორიული უბნების ულამაზესი ხედები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203