
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის VIIIა კლასის მოსწავლეები და მშობლები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ექსკურსიას კლასის დამრიგებელი თამთა ხარატიშვილი ხელმძღვანელობდა.
ექსკურსიაზე, მოსწავლეებმა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, უფრო ახლოს გაეცნენ მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს, აღიქვეს ის გარემო, რომელშიც ცხოვრობდა რომანტიზმის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი.
ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ნივთები, რომელიც ეკუთვნოდა მწერალს, ისინი ვიზიტით მოხიბლულები დარჩნენ.
ექსკურსია მხოლოდ სახლ-მუზეუმით არ შემოიფარგლებოდა, მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს და მოილოცეს XVl საუკუნის შუამთის მონასტერი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნანახმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
იხილეთ ფოტოები: