
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობდნენ.
ინგლისური ენის მასწავლებელმა თამილა დუმბაძემ სიტყვების დამარცვლის კონკურსი მოაწყო. მასში დაწყებითი საფეხურის V და VI კლასის 12 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ ღირსეულად იასპარეზეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
კონკურსში შემდეგი 4 გამარჯვებული გამოვლინდა:
1. ლიკა ვანაძე - VI კლასი;
2. ანა მიქელაძე - V კლასი;
3. ლარა გურგენიძე - VI კლასი;
4. სანდრო აბაშიძე - VI კლასი.
წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, ყველა მონაწილე როგორც სიგელებით, ასევე ფერადი ბროშებით დაჯილდოვდა. ჟიურის წევრი და კონკურსის მხარდამჭერი ინგლისური ენის მასწავლებელი ინგა რიონიძე იყო.
სკოლაში კონკურსი Spelling Bee-ს ფორმატით ჩატარდა.
„ორთოგრაფიული ფუტკარი“ Spelling Bee არის კონკურსი, რომელშიც კონკურსანტებს სთხოვენ სიტყვების დამარცვლას. ჩვეულებრივ, სიტყვები სხვადასხვა სირთულისაა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა უნდა დაიმახსოვრონ ლექსიკონებში დაწერილი სიტყვების მართლწერა და შესაბამისად წაიკითხონ ისინი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: