„დედამიწაზე ზრუნვა ჩემი უბნიდან იწყება“ - ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა სკოლის ეკოკოდექსი შექმნეს
15-06-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯრო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით, კი არაერთი ღონისძიება იმართება. სკოლაში წარმატებით მიუშაობე ეკოკლუბი, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი ლიანა გოგილაშვილი გახლავთ.
ამჯერად, ეკოკლუბის მოსწავლეებმა ეკოსკოლის პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, სკოლის ეკოკოდექსი - „დედამიწაზე ზრუნვა ჩემი უბნიდან იწყება“ შექმნეს.
გაეცანით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკოდექსს - „დედამიწაზე ზრუნვა ჩემი უბნიდან იწყება“
მუხლი 1. რეგულირების საგანი
მოსწავლის ეკოკოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს. არაფორმალური განათლების მიმდინარეობისას სკოლასა და თემში, აგრეთვე, ეკო-კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
ეკოკოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ- ჩვევების (სიახლე, კრეატიულობა, გაძლიერება, ნდობა) გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.
სკოლა (ეკო-კომიტეტი) ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა, მშობელსა და თემს გააცნოს ეკოკოდექსი.
სკოლის სტრატეგიული გეგმის ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს სკოლის ეკოკოდექსს.
მუხლი 2. ეკოკოდექსის მიზანი
ეკოკოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები. ეკოკოდექსი ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ პროექტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მონაწილეთა რაოდენობისა და ჩართულობის გაზრდას. ის, ასევე, მიზნად ისახავს პროექტის საზოგადოებისთვის წარდგენას, მათი ქცევის მართვასა და ეკომეგობრული გარემოს შექმნას.
მუხლი 3. რეგულირების სფერო
ეკოკოდექსი ვრცელდება სასკოლო საზოგადოებაზე, თემსა და მის ვიზიტორებზე.
სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები, მშობლები და მოსწავლეები იცავენ ეკოკოდექსს.
თავი II. მოსწავლის ქცევის წესები
მუხლი 4.
მოსწავლე /მოსწავლეები ყოველთვის მუშაობენ ცნობიერების ამაღლებაზე და ქცევის შეცვლაზე თემასა და საკოლო საზოგადოებაში. სწავლობენ და ასწავლონ სხვებს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას; ლოკალური პრობლემების აღმოჩენას, შესწავლისა და მისი გადაჭრის ხელშეწყობას - მათ შორის გლობალურ ჭრილშიც; იყვნენ მოტივირებულნი და მიზანდასახულნი; იმუშაონ კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული პრობლემების შემცირებასა და შედეგების შერბილებისთვის (მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად).
ეკოსკოლის მონაწილეები და მოხალისეები მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან და თემთან ერთად ერთვებიან გარემოსდაცვით აქტივობასა და ღონისძიებებში.
მუხლი 5.
მოსწავლეებთან დამოკიდებულება. მოსწავლე/მოსწავლეები სწავლობენ და ასწავლიან სასკოლო საზოგადოებასა და თემს ბუნების სიყვარულს, მოვლა-პატრონობასა და ზრუნვას მათ საკეთილდღეოდ.
მუხლი 6.
მოსწავლის მოქცევის წესი. მოსწავლე სკოლაში მონაწილეობს გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების შერბილების აქტივობა/ღონისძიებებში სასაკოლო საზოგადოებასთან ერთად. აყალიბებს ჯანსაღ ურთიერთობებს ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებთან.
მუხლი 7.
მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე. მოსწავლე იცავს იქ არსებულ ბიომრავალფეროვნებას და იღებს ვალდებულებას მისი მოვლისა და ზრუნვაზე, ყოველი ქმედება მიზნობრივად უკავშირდება კლიმატის ცვლილებას და ნარჩენების შემცირებას.