ჯუმის საჯარო სკოლაში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ტრადიციული ვიქტორინა ჩატარდა
15-06-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში გაიმართა ვიქტორინა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, რომელსაც მასწავლებელი თამარ ჟვანია ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ თამაშს ღონისძიებას ტრადიციული სახე აქვს და აღნიშნულ საგანში ვიქტორინა ყოველწლიურად ტარდება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიქტორინის მიზანია გუნდური მუშაობის ელემენტარული ჩვევების, გუნდური მუშაობის პასუხისმგებლობის, ლოგიკური აზროვნების უნარების წახალისება; ასევე, მრავალმხრივი ინტელექტის, მაღალი დონის სააზროვნო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება;

ვიქტორინა სახალისო აქტივობებისაგან შედგებოდა. მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. ვიქტორინის დასასრულს აღმოჩნდა, რომ ორივე გუნდმა თანაბარი შედეგი აჩვენა.

სკოლის დირექტომა ირმა ბუკიამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს აქტიურობისთვის და წარმატებები უსურვა მათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203