„ტყე ჩვენი მეგობარია“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა მკითხველთა თეატრი გამართეს
15-06-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ლიტერატურას მეტად საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ, რაც მათი ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილის - „ტყის შვილებისა“ და ვაჟა-ფშაველას ლექსების მიხედვით, წარმოადგინეს მკითხველთა თეატრი - „ტყე ჩვენი მეგობარია“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეულმა მოსწავლემ თატრალიზებულად გაითავისა როლი.
„გამომეტყველებითი კითხვით გვიჩვენეს პერსონაჟთა ხასიათი და მათი ენობრივი შტრიხები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მე-5ბ კლასის ხელმძღვანელი ნატო ჯოხაძე გახლავთ, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი კი დარეჯან ლაჭყეპიანი.
აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს