„არ დასდგომიან მომხდურს მსახურად“- თეთრიწყლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
14-06-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მოსწავლეებმა პროექტი - „არ დასდგომიან მომხდურს მსახურად“, საქართველოს ერთ-ერთ კუთხეზე, ხევსურეთზე, განახორციელეს. პროექტის მიზანი იყო გადმოსახლებულ ხევსურთა შთამომავლებს წინაპართა ისტორია შეესწავლათ, გასცნობოდნენ ეთნოგრაფიას ტრადიციებს, ფოლკლორსა და გმირებს. მოსწავლეებმა თემები, სურვილის შესაბამისად, გაინაწილეს. მათ ხევსურეთის წარსულსა და აწმყოზე ისაუბრეს და გამოთქვეს იმედი, რომ მათი დაცარიელებული სოფლები ისევ
გაცოცხლდებოდა.

მოსწავლეებმა საკითხები სხვადასხვა წყაროს დახმარებით, მოიძიეს და დაამუშავეს. გამოკითხეს უხუცესი ოჯახის წევრები,  გააკეთეს პოსტერები და კოლაჟები იმ სოფლებისა, საიდანაც მათი წინაპრები წამოვიდნენ.

გარდა ამისა, გამოფინეს ხევსურული სამოსი და ასევე, ხევსურული სამზარეულოს ნიმუშები. ხევსურული „ტაბლით“ აჩვენეს  უძველესი ტრადიცია - მიცვალებულის დალოცვა.

მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და წაიკითხეს სხვადასხვა პოეტის ლექსები, რომლებიც ხევსურეთის სიყვარულსა და მონატრების სევდას ეძღვნებოდა,

ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, სოფლიდან მოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

„ყველა ჩართული იყო ღონისძიებაში და მან დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. პროექტის დასრულების  შემდეგ, მოსწავლეებმა გაანალიზეს თავისი შრომის შედეგი და ისაუბრეს იმაზე, თუ  რამდენად  მნიშვნელოვანია, არ მოვწყდეთ ფესვებს, შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები და გავუფრთხილდეთ მათ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203