პატარა ფოთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა მომავალი პირველკლასელებისთვის სასწავლო რესურსები მოამზადეს
14-06-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ხორციელდება. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებს იდეა დაებადათ და გადაწყვიტეს, მომავალი პირველკლასელებისთვის შეექმნათ ინგლისური ანბანის ამსახველი პლაკატები და თითოეული ასოზე დაწყებული ნახატი. 

ამ იდეას მხარი ინგლისური ენის მასწავლებელიმა სოფიკო ფანცულაიამ დაუჭირა. შედეგად, მოსწავლეებმა გულმოდგინედ იმუშავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და იდეას ხორცი შეასხეს. 

მოსწავლეებმა ანბანი ამობეჭდეს, ამოჭრეს და დიდ ფორმატზე დააწებეს. პარალელურად, ნახატები კონვერეტებში ჩაალაგეს. 

„მოსწავლეები ფიქრობენ, რომ გაახარებენ მომავალ პირველკლასელებს და მათთვისაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა ეს მოფიქრება - we create with joy and with our hands and meet our little friends. We created pictures, Alphabet and words. Thanks to my 7th grade“,- წერს ინგლისური ენის მასწავლებელი სოფიკო ფანცულაია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203