პატარა ფოთის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარმა „საუკეთესო მკითხველები“ დააჯილდოვა
14-06-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლას ნიჭიერი, მონდომებული და ლიტერატურაზე განსაკუთრებულად შეყვარებული მოსწავლეები ჰყავს. 

ისინი სკოლის ბიბლიოთეკას, რომელიც მრავალფეროვანი ლიტერატურით გამოირჩევა, ხშირად სტუმრობენ. ამჯერად, გაიმართა აქტივობა, რითაც საუკეთესო მკითხველები გამოვლინდნენ. 

ბიბლიოთეკარმა - მარინა რატიანმა ის მოსწავლეები დააჯილდოვა, რომლებიც ბიბლიოთეკას ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ და სხვადასხვა სახის ლიტერატურა წაიკითხეს.

აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლა. 

„მხატვრული ლიტერატურის კითხვა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მოსწავლის აზროვნების განვითარებისათვის. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი აქტივობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203