„ოთხი წელიც გაფრენილა“- ფუთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობებში ხშირად ეწყობა.
ამჯერად, კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება - „ოთხი წელიც გაფრენილა“, გაიმართა, რომლითაც მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს ემშვიდობებიან. მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, ნასწავლი მასალა გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
საღამოს ორგანიზატორი კლასის ხელმძღვანელი ეკატერინე ქათამაძე იყო. სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა - იყო ბუშტები და სხვადასხვა დეკორაცია. მოსწავლეებს მაისურებზე საქართველოს დროშა ეხატათ. მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: