„გასართობი პარკის დაგეგმარება“- ფუთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ, მათ შორის, შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით, მასწავლებლები სწავლებისას თანამედრვე მიდგომებსა და აქტივობებს იყენებენ.
ამჯერად, მეოთხე კლასში, პედაგოგების - ეკატერინე ქათამაძისა და თამარ ჯიქურიძე-ქათამაძის ხემძღვანელობით, სასწავლო პროექტი - „გასართობი პარკის დაგეგმარება“, განხორციელდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ, მათ გულმოდგინედ იმუშავეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მაკეტი მოამზადეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტმა სასკოლო საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: