დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში ქართული ვაზის ჯიშებსა და ღვინის სახეობებს საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
14-06-2023
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებენ. 

ამჯერად, თვალსაჩინოების მიზნით, სკოლის კედლის ერთ-ერთ ფასადზე ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშებსა და მათ შესაბამის სამარკო ღვინოებზე განათავსეს.

აღნიშნული პროექტი XI კლასის მოსწავლე - ირაკლი ეგრისელაშვილმა, გეოგრაფიის პედაგოგის - მარიამ მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელა. პროექტის სპონსორობა ისტორიის პედაგოგმა - ზვიად ხაფავამ ითავა, რისთვისაც მას დიდ მადლობას უხდიან.

„საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა - აქ წარმოიშვა ყურძნის პირველი კულტურული სახეობები. უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მრავალფეროვანი ნიადაგი იდეალურ პირობებს ქმნის მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის.
ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შექმნა ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების კულტურა და ტრადიცია.
თვალსაჩინოების მიზნით, დაბა ბედიანის საჯარო სკოლის კედლის ერთ-ერთ ფასადზე წარმოდგენილი იქნა ქართული ვაზის ჯიშები და მათი შესაბამისი სამარკო ღვინოები, ანუ მოეწყო გალერეაში სურათების გამოფენის იმიტაცია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203