დაშბაშის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთრებულები საზეიმო ვითარებაში, ემოციურად გააცილეს
14-06-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს.
მე-9 კლასელთათვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, ამიტომ ეს დღე ძალიან ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს.
მათ ასევე პედაგოგთა ამაგიც არ დატოვეს აღნიშვნის გარეშე, რომელთაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.
სკოლა ულოცავს მათ საბაზო საფეხურის დასრულებას. მოსწავლეებს წინსვლასა და წარმატებას უსურვებს .
„რა მიაქვთ სკოლიდან? მოგონებები, სასიხარულო თავგადასავლები, რომლებიც მათი თანამგზავრები იქნებიან მთელი ცხოვრების განმავლობაში. თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ ატესტატი. თქვენ მოგეცემათ სრულწლოვანებამდე მიმავალი კარის გასაღები. გამოიყენეთ იგი სწორად“, - აღნიშნეს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს