მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „ჩვენი სოფლის ღირსშესანიშნავი ადგილები“ ფარლგებში, ჩაის პლანტაციებს ესტუმრნენ
14-06-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებელმა - თამარ მუმლაძემ მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად პროექტი - „ჩვენი სოფლის ღირსშესანიშნავი ადგილები“ შექმნა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები სოფელ მანდაეთში მდებარე ჩაის პლანტაციებს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა ასევე ჩაის წარმოებისა და მისი დამუშავების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ცოდნა აიმაღლეს. დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. 

„მანდაეთის ჩაი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სოფელ მანდაეთში ასევე არის ტბა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლოს თავის სიმშვენიერით. ის გარშემორტყმულია ლამაზი ბუნებით. აღნიშნულ ადგილს ბევრი ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებისთვის, დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203