ტყიბულის N6 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლის - ნიკოლოზ მაჩიტიძის სპორტული წარმატება 
14-06-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომელთა წინსვლას დირექცია და პედაგოგები საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებენ. 

ამჯერად, სკოლაში III კლასის მოსწავლის ნიკოლოზ მაჩიტიძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ნიკოლოზ მაჩიტიძემ, ამბროლაურში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ორთაბრძოლა „კუნგ-ფუ“-ში 31კგ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. შეჯიბრებაში სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ნიკოლოზ მაჩიტიძის კლასის ხელმძღვანელი ფატი რობაქიძე გახლავთ, მისი მწვრთნელი კი ლევან კუბლაშვილია.

სკოლაში მოსწავლეს მიღწეულს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203