დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდნენ
14-06-2023
დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს აძლევენ. 

ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, განახლების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პირველი სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა. მასში დაბა ხულოს საჯარო სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეები - ნატა აბულაძე, ლიზი დეკანაძე, ლიზი ჩოგაძე, სანდრო დეკანაძე, თორნიკე აბულაძე, ნინი ბოლქვაძე, ბექა შანთაძე და ხატია ცეცხლაძე მონაწილეობდნენ.
ისინი კონფერენციაში დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - დალი აბაშიძისა და მზია აბულაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

„მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენციები ხელს უწყობს, ახალგაზრდებში კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების, ურთიერთთანამშრომლობის, მიღებული ცოდნის, დამოუკიდებელი მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარების განვითარებას; მოსწავლე-ახალგაზრდებში შემოქმედებითობის, კვლევის, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას. მადლობა,ზემოთ აღნიშნული საგნის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს! მადლობა, ხულოს რესურსცენტრს, ასეთი ღონისძიების ინიციატივისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203