ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
14-06-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები მონდომებითა და აქტიურად მონაწილეობდნენ.
ზეიმში პირველკლასელებთან ერთად ასევე მე-3 კლასის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულნი.
„მადლობა მშობლებს და მესამეკლასელებს, რომლებმაც დახმარენ პირველკლასელებს ღირსეულად გაეცილებინათ ანბანი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ერთი წლის განმავლობაში ნასწავლი წარმოაჩინეს, ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეები ამ დღეს გამართულ აქტივობაში ინტერსით, ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
„ჩემი წარმატებული და განსაკუთრებული პირველკლასელები. წარმატებები ჩემს სიმპათიურ და უნიჭიერეს ბავშვებს. აბა თქვენ იცით როგორ ნაყოფიერად გამოიყენებთ არდადეგებს და ჯანმრთელები და ყოჩაღები დამიბრუნდებით“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს