დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში ჩრდილების თეატრის წარმოდგენა მოეწყო
14-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრი დადგეს.

წარმოდგენა, ხელოვნებისა და ქართული ენის მასწავლებლების, „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროექტის“, დამხმარე მასწავლებლის გიულიზარ თარზიანის ინიცირებული პროექტის ფარგლებში მოეწყო.

თეატრალურ წარმოდგენაში, მე-4 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ, მათთმა სამსახიობო უნარებმა და შემოქმედებითობამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჩრდილების თეატრის სპექტაკლი მოსწავლეებმა ზღაპრის - სამი გოჭი მიხედვით დადგეს, 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203