ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიასა და ისტორიაში შეძენილი ცოდნა, ტრადიციად ქცეულ ვიქტორინაზე წარმოაჩინეს
14-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში, მასწავლებელ - ვარდითერ იუზბაშიანის ხელმძღვანელობით,  ვიქტორინა მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ვიქტორინა ტრადიციულად, სასწავლო წლის ბოლოს იმართება. ამჯერად, ვიქტორინა გეოგრაფიასა და ისტორიაში ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინის პირველ ეტაპზე ერთმანეთს მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. 

2 ქულის განსხვავებით მე-8 კლასის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს და ფინალში გადავიდნენ.

მომდევნო დღეებში დაიგეგმა მეორე ეტაპი და ერთმანეთს მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდებიან.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203