
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მაია გაბრიაძის ორგანიზებით საინტერესო შემეცნებითი აქტივობა გაიმართა, რომელიც ბავშვთა დაცვის დღეს მიეძღვნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის მიზანი მოსწავლეებში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ცნობიერების დონის ამაღლება, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მასწავლებელს დიდ მადლობას უხდის გაწეული შრომისათვის და საინტერესო სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: