„ოჯახი და პროფესია ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს“- ეშტიის N2 სკოლის მე-10 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
14-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.
ამისთვის ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ და სხვადასხვა აქტივობას მართავენ. ამჯერად, მე-10 კლასში, მოსწავლეთა მშობლების ჩართულობით, არაჩვეულებრივი გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა იყო - „ოჯახი და პროფესია ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს“.
გაკვეთილს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნარინე აროიანი უძღვებოდა. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, საკითხზე იმსჯელეს, აზრი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.