ქსოვრისის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა
14-06-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მათემატიკური ვიქტორინა, ქსნისა და ქსოვრისის საჯარო სკოლებში, მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, დაიგეგმა და ქსოვრისის საჯარო სკოლაში განხორციელდა. 

მასში ორივე სკოლის მათემატიკის წრის IX, X, XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

კონკურსი საინტერესოდ წარიმართა. ქსნის გუნდი იყო „ოქროს კვეთა“, ხოლო ქსოვრისის გუნდი - „გაუსი“. მოსწავლეებმა მათემატიკური უნარები გამოავლინეს. 

შეხვედრა 8-8 ქულით დამთავრდა, შედეგად კი მეგობრობამ გაიმარჯვა.

„ამით მათემატიკის წრემ შეაჯამა 2022-2023 სასწავლო წელი და დაიგეგმა მომავალი წლის სამოქმედო გეგმა. მათემატიკის მასწავლებელი ჯულიეტ ახალკაცი მადლობას უხდის ორივე სკოლის მონაწილე გუნდის წევრებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203