ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო და მამოტივირებულ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ინტელექტუალური თამაში გაიმართა.
აქტივობაში ყველა მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ნასწავლი მასალა გაიხსენეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: