
თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, სკოლის ეკოკლუბ Green Group-ის წევრები სასკოლო პროექტის - „ღვინის ხარისხის კონტროლის“ ფარგლებში, დაბა ქედის ტერიტორიაზე არსებულ ღვინის ქარხანასა (KTW) და კოლეჯ „ბლექსის“ ქედის ფილიალს ესტუმრნენ.
მოსწავლეები ქარხანაში დასაქმებულ პირებს ღვინის დაწურვის ტექნოლოგიაზე, მათ მიერ დაწურული ყურძნის ჯიშებზე, ღვინის გაყიდვის მასშტაბებსა და სხვა მნიშვნელოვან საითხებზე გაესაუბნენ. მათ ემოციები შთაბეჭდილებების წიგნში დააფიქსირეს.
მოსწავლეებმა კოლეჯ „ბლექსის“ ქედის ფილიალში IT ტექნოლოგიების, მეფუტკრეობის, მევენახეობის, მეღვინეობის პროგრამებისათვის აღჭურვილი სივრცეები დაათვალიერეს. მათ ლაბორატორიაში ღვინოში ალკოჰოლის, მქროლავი მჟავების, თავისუფალი და ტიტრული მჟავიანობის განსაზღვრა შეისწავლეს.
გასვლითმა აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
„კოლეჯი აღჭურვილია თანამედროვე მატერიალური ბაზებით, ჰყავთ მოწვეული ლექტორები როგორც დაბა ქედიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებიდან. ისინი მუდმივად თანამშრომლობენ აღნიშნული პროფესიებით დასაქმებულ პირებთან.
მოკლედ, კოლეჯი მრავალი პრიორიტეტითაა გამორჩეული და სტუდენტებს შეეძლებათ, დაეუფლონ ხარისხიან პროფესიულ განათლებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: