გორის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს
14-06-2023
გორის N3 საჯარო სკოლის პროფესიონალთა გუნდი ახალგაზრდების წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. ამაზე კურსდამთავრებულთა მიღწევებიც მეტყველებს. 

ამჯერად, წარმატებას კურსდამთავრებულმა მიხეილ გაბრიელიძემ მიაღწია. ის სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში  გააგრძელებს. 

მიხეილი ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, როგორებიცაა New York University Shanghai და Mississippi State University, წარმატებით ჩაირიცხა. მან არჩევანი Mississippi State University-ზე შეაჩერა და აგვისტოდან აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრძელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ გაბრიელიძემ, ოთხი აკადემიური წლის განმავლობაში, $300000 დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლაში კურსდამთავრებულის მიღწევით ამაყობენ. 
 
„სიამაყითა და სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში! ვულოცავთ მიხეილს ამ უდიდეს წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203