ხოფურის საჯარო სკოლაში წარმატებულ კურსდამთავრებულს უმასპინძლეს
14-06-2023

ლაშა ქურასბედიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში, წარმატებული კურსდამთავრებული მარეხი ქურასბედიანი მიიწვიეს.

მარეხი სკოლას 1-ელ ივნისს ეწვია და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო საკითხზე ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მარეხი „ტრიო მანდილის“, წევრი და, როგორც სკოლაში ახასიათებენ, მრავალმხრივ ნიჭიერი ახალგაზრდაა.

მიწვეულმა სტუმარმა, სკოლის მოსწავლეებს იმ შემოქმედებით გზაზე ესაუბრა, რომელსაც დღეს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში გადის.

„მარი და მისი მეგობრები დიდ პოპულარიზაციას უწევენ ქართულ ხალხურ სიმღერებს და ქართულ კულტურას უცხოეთში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203