
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ემოციებით დატვირთული ღონისძიება მოაწყვეს.
სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა, მეოთხეკლასელები კი, თავიანთ პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან.
მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, სასწავლო გარემო ფერადი ბუშტებითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით მორთეს და შთამბეჭდავი სანახაობა დადგეს.
მოსწავლეებმა ასევე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, რამაც ღონისძიება უფრო გაალამაზა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„გილოცავთ, ამ მშვენიერ მოვლენას და გისურვებთ იყოთ გულწრფელები და მამაცები, ერთმანეთზე და ჩვენს სამყაროზე მზრუნველები, ჰუმანისტები და პატრიოტები... წარმატებებს გისურვებთ თქვენ... მე-4 კლასის ბავშვები პირველ მასწავლებელს, ქალბატონ ნარინეს დაემშვიდობნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: